თბილისის სასულიერო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს, ეკლესიურ ახალ წელს, ეკლესიის სატფურების (ანუ განახლების) დღესასწაულზე იწყება. ყოველივე ახლის დაწყება ყოველთვის სიხარულთან, ახლისა და უკეთესის მოლოდინთან არის დაკავშირებული ჩვენთვის კი ეს დღე კიდევ სხვა, დიდი და განსაკუთრებული სიხარულის მომტანია — სიონის საკათედრო ტაძარში თვით მისი უწმინდესობა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მობრძანდება პარაკლისის გადასახდელად.წელს მასთან ერთად მსახურებაში მონაწილეობდნენ რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი),ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელიცაა), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), სასულიერო აკადემიის პრორექტორი,დეკანოზი ბესარიონი (ცინცაძე),და,ცხადია,სიონის საკათედრო ტაძრის სხვა მღვდელმსახურები.
ლოცვას ესწრებოდა სასულიერო აკადემიის მთელი შემადგენლობა — პედაგოგები და სტუდენტები,მათ შორის ბაკალავრიატის განყოფილებაზე ჩარიცხული სამოცდათორმეტი პირველკურსელი.
მისმა უწმინდესობამ ყველა დალოცა და მიულოცა სწავლის დაწყება. ისაუბრა ცოდნის მოხვეჭის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ადამიანის სულიერი განვითარების გზაზე.ბრძანა, რომ საფუძვლიანი ცოდნის გარეშე რწმენა ვერ იქნება გამართული და მტკიცე. ამიტომ საჭიროა ბეჯითი შრომა განათლების შესაძენად. სალექციო კურსების ათვისებასთან ერთად არანაკლებ აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, თვითგანვითარება, რასაც საფუძვლად წიგნის სიყვარული უნდა ედოს. უწმინდესმა გაიხსენა თავისი ახალგაზრდობა, როგორ კითხულობდნენ მაშინდელი სტუდენტები დღედაღამ, რაოდენ ფართო იყო მათი სამსჯელო თემების თვალსაწიერი. «ვიყავით ისეთი სტუდენტები, ბრძანა მან, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას.
უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის.ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთდ ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა და კეთილი თვისებები. აი,ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თობა.»
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაარსების დღიდან სწორედ ამ პრინციპის ერთგული იყო, რწმენისა და ცოდნის განუყოფელი ერთიანობა არის ის დამახასიათებელი თვისება, რითაც ჩვენი აკადემია გამოირჩევა სხვა უმაღლეს სასწავლებელთაგან. ახალგაზრდობის ზნეობრივი და ინტელექტუალური ზრდისთვის იღვწიან ჩვენი აკადემიის პედაგოგები.
თბილისის სასულიერო აკადემია ყველას გილოცავთ სასწავლო პროცესის განახლებას და გისურვებთ შემოქმედებით
0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო"