• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ერთობლივი ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

    თბილისის სასულიერო აკადემიასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 28 ოქტომბერს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამხედრო აკადემიის ოცდათხუთმეტი წარმომადგენელი მცხეთაში მობრძანდა. სტუმართა შორის იყვნენ სამხედრო აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ზურა მჭედლიშვილი, პედაგოგები და სტუდენტები. სასულიერო აკადემიას წარმოადგენდნენე პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

    ამ შეხვედრას მასპინძლობა გაუწია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ, რომელიც, ამავე დროს, სასულიერო აკადემიის მოძღვარიც გახლავთ.

    უპირველეს ყოვლისა, ჩატარდა საგანგებო წირვა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების მოსახსენებლად. წირვის შემდეგ მოეწყო მცირე ექსკურსია და ტაძარში სამადლობელი პარაკლისი იქნა გადახდილი. სამრევლოს შენობაში მამა სერაფიმემ სტუმრებს ტაძრის ისტორია მოუთხრო. აკადემიის პროფესორმა ნუგზარ სამხარაძემ წაიკითხა ლექცია «ქრისტიანული სიმბოლიკის შესახებ.»

    შეხვედრის დასასრულს გაიმართა მეგობრული ტრაპეზი, სუფრას დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურამ უხელმძღვანელა.

    Воскресенье Октябрь 29th, 2017

    0 - комментарии к теме "ერთობლივი ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>