• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    13 ნოემბერი — ასი ათასი მოწამის ხსენების დღე

    13 ნოემბერს ქართული მართლადიდებელი ეკლესია ახსენებს ასი ათას მოწამეს, რომელნიც მე-13 საუკუნეში, 1227 წელს, ეწამნენ თბილისს ხვარაზმელთაგან. ხვარაზმელთა სულთანმა ჯალალედინმა თბილისი აქაური მოღალატე სპარსელების დახმარებით აიღო. მაშინ მოოხრდა და მიწასთან გასწორდა ქალაქი, სისხლის ნაკადები მოედინებოდა ქუჩებსა და მოედნებზე, ყველგან კვნესა და გოდება ისმოდა. ბოლოს, ურჯულოებმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვიეს და ტახტად დაუდგეს მტარვალს. მეტეხის ხიდზე მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატები დააწყვეს, მერე მთელი მოსახლეობა მოასხეს და უბრძანეს, ფეხით დაეთრგუნათ წმინდა ხატები. ვინც ამას ჩაიდენდა, ცოცხალს გაუშვებდნენ, და თუ არა – თავს მოჰკვეთდნენ და მდინარეში გადააგდებდნენ. მაშინ წითლად შეღებილა მტკვარი, ათნი ბევრნი ახლამოწამე შეეძინა ზეცის სამყოფელს, ათნი ბევრნი ელვარე სამკაულით გამშვენდა ეკლესია, ათნი ბევრნი ნათლის სვეტით განათლდა წამებული თბილისი, და ამ უხრწნელმა ნათელმა თვით ხილული მზის შუქიც გააფერმკრთალა.

    ამ დღეს მორწმუნეები ვიკრიბებით მეტეხის ხიდზე და პატივს მივაგებთ ხვარაზმელთაგან მოწყვედილ ყრმებსა და ჭაბუკებს, ჭარმაგებსა და ჩვილებს, დედებსა და მამებს, რომელნი დღესაც ჩვენთვის მეოხებასა ჰყოფენ და შეეწევიან ღმრთის მადიდებლებს. ლოცვის შემდეგ ყვავილებს ვატანთ მათ სხეულთა შემწყნარებელ მდინარე მტკვარს, ხოლო პირველ გვირგვინს თავად უწმინდესი, ჩვენი პატრიარქი სწირავს მათ ხსოვნას.

    გილოცავთ ამ წმინდა დღეს, დაე, ასი ათასი მოწამის ლოცვით გაძლიერდეს ეკლესია და ერი ჩვენი!

    ტროპარი: არა დასთრგუნეთ ხატი უფლისა იესუისი და უხრწნელისა დედისა მისისა, არამედ ვითარცა კრავნი უბიწონი მისთÂს დაიკლვენით, რომელმან ხატებითა თვისითა საღმრთოითა პატივ-გცა თქუენ. წამებისა გვირგუვინითა ღმრთივშუენიერად შეიმკუენით ათნო ბევრნო მამანო და დედანო, ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის!
    კონდაკი: მრავალფერნი ტანჯვანი თავს-ისხენით და ვნებისა მის ქრისტესისა თანაზიარ გამოსჩნდით. არა უპატიო ჰყავთ ანგელოზთაგან პატივცემულნი ხატი მისი და სისხლი თქუენი, ვითარცა ნელსაცხებელი სულნელი, უკუდავისა სიძისა შესწირენით, მეოხნო მოწამნო, ეკლესიისა ელვარენო სამკაულნო!

    Понедельник Ноябрь 13th, 2017

    0 - комментарии к теме "13 ნოემბერი - ასი ათასი მოწამის ხსენების დღე"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>