• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    პატრიარქის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა

    ამა წლის 19 დეკემბერს, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, წირვის დასრულების შემდეგ გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოში შესრულებული სტუდენტთა ნამუშევრები: თექა, ბატიკა, ვიტრაჟი, ჯვრული ქარგვით შემკული ნაკეთობანი, ფერწერული სურათები…
    სახელოსნოს ხელმძღვანელი — სილვა წერეთელი,
    ჯვრული ქარგვის პედაგოგი — ნინო გაბური.
    ნამუშევრების ავტორები — ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის III კურსის სტუდენტები: ნანა წიკლაური, თეა ნოზაძე, ნათია ჟღენტი, II კურსის სტუდენტი — ლიკა გაბისონია, კურსდამთავრებული — ლიზი სპანდერაშვილი.
    ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის II კურსის სტუდენტები: მარიამ მარგალიტაშვილი და ლანა გაგნიძე.

    Среда Декабрь 20th, 2017

    0 - комментарии к теме "პატრიარქის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>