• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    წმინდა ილია მართლის დღეები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

    ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ა.წ. 27 თებერვლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა ღონისძიებებისაერთო სახელწოდებით ,,თანამდევი უკვდავი სული. ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიეძღვნილ ამ შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო სტუდენტური მოხსენებები წმინდა ილია მართლის პუბლიცისტიკის შესახებ, შემეცნებით-საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები („წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რეჟისორი გიორგი მოლოდინაშვილი; „რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან“, რეჟისორი ომარ გვასალია, დოკუმენტური მასალები ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ავტორის შესახებ).  ღონისძიებათა ციკლი 26 მარტის შეხვედრით დასრულდა.

    მოხსენებები წარმოადგინეს  შემდეგმა სტუდენტებმა:

    1. თეონა ბოგვერაძე, ლიკა კოკაია (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის I კურსი), „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით“;
    2. გენო ტლაშაძე (სემინარიის I კურსი), „ისტორიის მნიშვნელობა ერის არსებობისთვის (ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკის მიხედვით)“;
    3. ანდრო არჯევანიძე (სემინარიის I კურსი), „ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მიმოწერა“;
    4. მირზა ჩხოლარია (სემინარიის I კურსი), „ილიას მოსაზრებისათვის სწავლა-განათლების შესახებ“;
    5. ლუკა კერესელიძე (სემინარიის I კურსი), „განათლების საკითხისათვის“
    6. გიორგი ერქვანიძე (სემინარიის I კურსი), ილია ქართული მევენახეობის შესახებ;
    7. დავით ლოლაძე (სასულიერო აკადემიის I კურსი), „ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი „ღმერთმა ნუ დაგაბეროთ“;
    8. გაგი ღავთაძე (სასულიერო აკადემიის I კურსი), „დავით აღმაშენებლის ღვაწლის მნიშვნელობა ერის მომავლისათვის“;
    9. გოჩა ცუხიშვილი (სასულიერო აკადემიის I კურსი), „ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი „რა გითხრათ? რით გაგახაროთ“?
    10. ალექსი ოქიტაშვილი (სასულიერო აკადემიის I კურსი), „თავისუფლება წმ. ილია მართლის ნააზრევში“;
    11. ივერი მერკვილაძე (სასულიერო აკადემიის III კურსი), „რამდენიმე საინტერესო ფაქტი ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით“.
    Пятница Март 30th, 2018

    0 - комментарии к теме "წმინდა ილია მართლის დღეები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>