ღონისძიებათა ციკლი — ”თანამდევი უკვდავი სული” — ილია ჭავჭავაძის დღეები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში — რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა, დასრულდა 26 აპრილს ექსკურსიით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. სახლ-მუზეუმის ეზოში მოწყობილ სცენაზე გაიმართა საზეიმო ნაწილი, რომელზეც ხსენებული ღონისძიების ხელმძღვანელებმა, თამთა ფარულავამ და ხათუნა მემანიშვილმა, მონაწილე სტუდენტები სიგელებით დააჯილდოვეს.
0 - комментарии к теме "ილია ჭავჭავაძის დღეები"