თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობამ გამოსცა სასულიერო აკადემია-სემინარიაში 2017 წლის მარტში ჩატარებულ სტუდენტთა და პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები.
თავისი თემატიკით მრავალფეროვანი და საინტერესო კრებული განკუთვნილია სასულიერო მწერლობის ამა თუ იმ დარგით დაინტერესებული მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრების მე-40 და დაბადების 85 წლისთავებს.
წიგნის რედაქტორია პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მელიქიშვილი, რეცენზენტი — ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი, ტექნიკური რედაქტორი — შორენა ფარქოსაძე.
0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო მოხსენებათა კრებული"