• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სტუდენტთა დაჯილდოება

    2018 წლის 19-20 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა სასწავლებლის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. რექტორმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ  კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები სამახსოვრო წიგნებით დააჯილდოვა. მან მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში აქტიურად ჩართულ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ისაუბრა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მთავრ პრიორიტეტებზე (მაღალ სულიერებასა და განათლებაზე), რომლებზეც სასწავლებელს განსაკუთრებულად აქვს ყურადღება გამახვილებული. რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკადემიის ვალია საზოგადოებას აღუზარდოს განათლებული და ღირსეული პიროვნებები და დასძინა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მთელი პედკოლექტივის მონდომებითა და დაუღალავი შრომით აკადემია-სემინარიაში შექმნილია განსაკუთრებით თბილი და მზრუნველი ატმოსფერო.

     

    2018 წ. 22 მაისი.

    Вторник Май 22nd, 2018

    0 - комментарии к теме "სტუდენტთა დაჯილდოება"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>