2018 წლის 30-31 მაისს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიიდან 15 სტუდენტი მიიწვიეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართულ სტუდენტურ აქტივობაში. სტუმრებმა ორი დღით გაიზიარეს იუნკერთა ცხოვრების წესი: დილით მათთან ერთად ივარჯიშეს, ისაუზმეს, დაესწრნენ ლექციებს, მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ ღონისძიებაში, დაათვალიერეს იუნკერთა ნახატების გამოფენა… საღამო ყველასათვის ძალიან ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა. სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები (ზოგმა საკუთარი), იცეკვეს, იმღერეს, რამაც ძალიან თბილი ატმოსფერო შექმნა და კიდევ უფრო დაახლოვა ახალგაზრდები. თავისუფალ დროს მათ ისეირნეს პარკში, ითამაშეს ტენისი, ბილიარდი, იცურავეს აუზში. იუნკერებსა და თსას-ის სტუდენტებს შორის გაიმართა საფეხბურთო მატჩი.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაცია კმაყოფილი დარჩა სტუდენტთა არაჩვეულებრივი აქტივობით და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც მოეწყობა ამგვარი ღონისძიებები ახალგაზრდებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
0 - комментарии к теме "აკადემია-სემინარიის სტუდენტები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში"