2018 წლის 7 ივნისს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მემორანდუმის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც. მოწვეული სტუმრებისათვის საკონფერენციო დარბაზში გამოფენილი იყო სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ შესრულებული ნახატები. მომავალმა ოფიცრებმა თავიანთ შემოქმედებას აზიარეს სტუმრები — წაიკითხეს სკუთარი ლექსები. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა სამშობლოსათვის მებრძოლი გმირებისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენაც შესთავაზეს მაყურებლებს.
0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეგობრობა კვლავაც გრძელდება..."