2018 წლის 26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერისა და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე შედგა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების სტუდენტთა საბაკალვრო ნამუშევრების დაცვა. საბაკალვრო ნაშრომის თემა იყო: სამონასტრო კომპლექსი მცხეთაში. შრომის ხელმძღვანელები იყვნენ: პროფესორი მედეა მელქაძე, ნანა აბრამია. ნაშრომს იცავდნენ: მევლუდ ლომოძე, ნიკოლოზ ფანჩვიძე, შაქრო ტყემალაძე. საბაკალავრო დაცვას ესწრებოდნენ: კათედრის გამეგე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე და მისი მოადგილე, დიაკონი გიორგი ვაშალომიძე. კომისიის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ აბაშიძე, ნიკოლოზ დადიანი, ქეთევან აბაშიძე. ასევე, დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე. დაცვაზე წარმოდგენილმა პროექტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და, შესაბამისად, სტუდენტების ნამუშევრები დადებითად შეფასდა.
0 - комментарии к теме "საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა"