• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ყოველკვირეული მოხსენებები აკადემიაში

    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურის მიმართულებაზე, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ტრადიციული სტუდენტური მოხსენებების ფარგლებში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა დიაკონმა შალვა თედლიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე — ,,წმინდა ზიარებისათვის მოსამზადებელი წინაპირობები“. თემა ეხებოდა საეკლესიო სამართლის მიხედვით ზიარების მოსამზადებელ წინაპირობებს. კერძოდ, წარმოდგენილ მოხსენებაში განხილული იყო ის საეკლესიო კანონები, რომლებიც მორწმუნეთა სულის სასარგებლოდ და ეკლესიურ ცხოვრებაში მათი წარმატებისთვის შეიმუშავა ეკლესიამ და რომლებიც არეგულირებს საღმრთო ლიტურგიაში მორწმუნეთა მონაწილეობას. მოხსენებაში განხილული იყო როგორც საერო, ისე სასულიერო პირთა ზიარებისთვის მოსამზადებელი წინაპირობები.
    სტუდენტებმა მომხსნებელს დაუსვეს შეკითხვები. მაგალითად, რამდენად ხშირად უნდა იღებდეს წმინდა ზიარებას ქრისტიანი? ამ კითხვაზე პასუხისთვის დიაკონმა შალვა თედლიაშვილმა მოიხმო წმინდა იოანე ოქროპირის განმარტება. რომლის მიხედვითაც მორწმუნეებმა ზიარება ხშირად უნდა მიიღონ.
    ზოგადად, უნდა ითქვას ის, რომ წარმოდგენილმა თემამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

    Четверг Ноябрь 29th, 2018

    0 - комментарии к теме "ყოველკვირეული მოხსენებები აკადემიაში"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>