• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

    2018 წლის 14 დეკემბერს  სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულის  გიორგი ჯანჯღავას  სამაგისტრო ნაშრომის :

    “წმინდა სოფრონ იერუსალიმელი და მისი ჰომილია „მიგებებისათვის“ დაცვა.

    თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მელიქიშვილი. რეცენზენტი იყო თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. დაცვას  ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.
    მაგისტრანტმა  წარმოადგინა  ნაშრომის ანოტაცია და ძირითადი დასკვნები.

    კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინაარსის თვალსაზრისით ჰომილია საკმაოდ მნიშვნელოვან დოგმატურ, ეგზეგეტიკური ხასიათის სწავლებას შეიცავს.  ჰომილიის ტექსტის ქართული თარგმანი რამდენიმე ხელნაწერის მიხედვით იქნა შესწავლილი და შედარებული შესაბამის ბერძნულ დედანთან, გამოიკვეთა  ტექსტობრივი და საღვთიმეტყველო შინაარსის ინტერპრეტაციის თავისებურებანი.

    თემის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა  ისაუბრა ნაშრომში განხილული საკითხის აქტუალურობაზე. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტმა გულდასმით დაამუშავა თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა  და საკუთარი დაკვირვებები წარმოადგინა. რეცენზენტმა, თეოლოგიის  დოქტორმა ირაკლი ორჟონიამ  მაგისტრანტის ნაშრომთან დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნები და თემას დადებითი შეფასება მისცა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა  დასვეს რამდენიმე შეკითხვა, რაზეც მაგისტრანტმა   არგუმენტირებულად  უპასუხა.
    დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეაფასა მაგისტრანტის ნაშრომი. მან აღნიშნა, რომ  გიორგი ჯანჯღავას ნაშრომი ნამდვილად   კეთილსინდისიერად არის შესრულებული, მაგრამ საჭიროა მეტი დაკვირვება, ანალიტიკური მსჯელობა და უფრო მყარი არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა.   რექტორმა მაგისტრანტს შემდგომი წარმატება უსურვა.
    გიორგი ჯანჯღავამ  მადლობა გადაუხადა პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი  სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე თემის ხელმძღვანელს პროფესორ ნინო მელიქიშვილს გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტს ნაშრომის გულდასმით წაკითხვისა და  სასარგებლო რჩევებისთვის.
    სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიამ მაგისტრანტ გიორგი ჯანჯღავას   ნაშრომი 85 ქულით შეაფასა.

     

     

     

     

    Пятница Декабрь 14th, 2018

    0 - комментарии к теме "სამაგისტრო ნაშრომის დაცვა"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>