თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და პრორექტორის, დეკანოზ ბესარიონ ცინცაძის ლოცვა-კურთხევით, ამავე სასწავლებლის მიერ წარდგენილი პროექტი — „წმინდა მამათა სწავლანი ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში“ — შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსის გამარჯვებულია — # FR-18-1209.
პროექტის მონაწილენი:
პროექტის ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი, კოორდინატორი: ისტორიის მაგისტრი მანგია არაბული, ფილოლოგიის დოქტორი ვიქტორია ჯუღელი და თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი გიორგი ბერიშვილი.
პროექტის საფუძველზე მომზადდება წიგნი, რომელსაც ფართოდ გამოიყენებენ უმაღლეს სასულიერო და საერო სასწავლებლებსა და ეკლესია-მონასტრებში.
0 - комментарии к теме "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი"