• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    მიტროპოლიტის, ისტორიის და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანანია ჯაფარიძის წიგნის — „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია

    2019 წლის 6 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანანია ჯაფარიძის წიგნის — „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია. სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ხოლო საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე პრეზიდენთმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი),  გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე) და აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). პეზენტაციას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი გივი ღამბაშიძე, პროფესორი ნინო ჯაველიძე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლევან მათეშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი ვაჟა ოთარაშვილი და თეოლოგიის დოქტორანტი ნუგზარ ვანიშვილი, რომელთაც ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე თანამედროვე გამოწვევების ფონზე. შეკრებილ საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ, ხოლო დასასრულს, წიგნის ავტორმა მეუფე ანანიამ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ   მონოგრაფია საინტერესო იქნება  მასში განხილული საკითხით დაინტერესებული მეცნიერებისთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც.

    IMG_0028

    Среда Март 6th, 2019

    0 - комментарии к теме "მიტროპოლიტის, ისტორიის და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანანია ჯაფარიძის წიგნის - „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>