2019 წლის 22 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიაში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა შედგა. წარმოდგენილი იყო დეკანოზ ლუკა (ზურაბ) ბუჩუკურის ნაშრომი — „ეგვიპტეში აღსრულებული ათი სასჯელი და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, რეცენზენტი თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.
ირაკლი ბიწაძის ნაშრომი „წმინდა ანტონი დიდის შვიდი ეპისტოლის ძველი ქართული თარგმანი“. ხელმძღვანელი თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, რეცენზენტი ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ანა ჭუმბურიძე.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები. მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები. რეცენზენტების შენიშვნებს მაგისტრანტებმა არგუმენტირებული პასუხები გასცეს.
დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომები და მაგისტრანტებს შემდგომი წარმატება უსურვა.
0 - комментарии к теме "სამაგისტრო ნაშრომების დაცვა"