დღეს, 25 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II -მ, წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასთან და მორწმუნე მრევლთან ერთად, სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი, ამავე სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პარაკლისს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. უწმინდესმა ქადაგებისას ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა.
0 - комментарии к теме " ავტოკეფალიის აღდგენის დღე"