2019 წლის 26 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიაში შედგა დიაკონ ზაქარია (ზაზა) გათენაძის სამაგისტრო ნაშრომის — „წინასწარმეტყველი ანგია და მისი წიგნის საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ხოლო რეცენზენტები თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი და ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ღლონტი. დიპლომების დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლებსაც მაგისტრანტმა შესავალ სიტყვაში მათ მიერ გამოვლენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. დიაკონი ზაქარია თავის ნაშრომში შეეხო წინასწარმეტყველ ანგიას მოღვაწეობას და განსაკუთრებულად გამოყო საწინასწამეტყველო წიგნის მესიანისტური ნაწილი. სამაგისტრო თემა საბჭოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
0 - комментарии к теме "სამაგისტროს დაცვა"