2019 წლის 9 აპრილს თეატრალურ უნივერსიტეტში გაიმართა მხატვართა პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით «მეხელოვნება, როგორც მეშვიდე გრძნობა». გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტ თეა ნოზაძის ოცი ნამუშევარი, მათ შორის ერთ-ერთი ფსალმუნის სიტყვების დასურათება. თეა ნოზაძეს დასურათებული აქვს ასევე საკუთარი ლექსებიც.
გამოფენას ბევრი დამთვლიერებელი ეწვია. მათ შორის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ქალბატონი ოლიკო უგრეხელიძე. ღონისძიების შესახებ ინფორმცია მედია საშუალებებმაც გაავრცელეს. გამოფენას ესწრებოდა მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, რომელმაც ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტ თეა ნოზაძეს მხატვართა კავშირში გაერთიანება შესთავაზა. გამოფენას ესწრებოდნენ ახალგაზრდები სტუდენტური პარლამენტიდან და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიდან.
0 - комментарии к теме ""მეხელოვნება, როგორც მეშვიდე გრძნობა""