ტრადიციულად ყოველ წელს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ტარდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციები.
დღეს, 2019 წლის 15 აპრილს, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის პლენალური სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლეილა გეგუჩაძე. წამოდგენილი იყო მოხსენებები, რომლებშიც განხილული იყო როგორც ღვთისმეტყველების სხვადასხვა მიმართულების, ასევე ისტორიის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები:
- თევდორე გოგოლაძე ( აკადემიის II კ.) — ,,წმიდა არს“ — ის გალობის ლიტურგიაში დამკვიდრების გზა და მისი დანიშნულება (ხელმ. დოქტორანტი გიორგი მეტრეველი);
- რატი ბიგინაშვილი (სემინარის IV კ.) — სუიციდის ფენომენი და ქრისტიანობა (ხელმ. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი);
- გენო ტლაშაძე (სემინარიის II კ.) — ქრისტიანული ღვთისმსახურება მოციქულებრივ მამათა შრომების მიხედვით (ხელმ. დოქტორანტო გიორგი ჯულაყიძე);
- კოსტანტინე მაჭავარიანი (სემინარიის I კ.) — ღადარინელი ეშმაკეულის განკურნება ეკლესიის მამათა განმარტებების მიხედვით (ხელმ. დეკანოზი გიორგი გუგუშვილი);
- თორნიკე გოგიჩაიშვილი (სემინბარიის I კ.) — ქართველების როლი ჯვაროსნულ ომებში (ხელმ. პროფ. სერგო ვარდოსანიძე).
კონფერენციის პირგველმა დღემ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. იყო შეკითხვები, შეფასებებიც. ყურადღება მიექცა იმასაც, რომ სტუდენტებს საკვლევი საკითხები წყაროთმცოდნეობის თვალსაზრისით ჰქონდათ განხილული.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის სასულიერო აკადემია გამოსცემს აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო მოხსენებათა კრებულებს. დღეს შედგა პრეზენტაცია გასული წლის კრებულისა (წლევანდელი კონფერნციების მასალებიც დაიბეჭდება მომდევნო კრებულში).
ხვალ, 16 აპრილს, სტუდენტთა კონფერენციის მუშაობა გაგრძელდება სექციებში.
0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია"