24 აპრილს სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამართული კონკურსის »ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საფინალო შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხიჭაურის უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები. კონკურსის გამარჯვებულია ჩვენი სასწავლებლის გუნდი — „გული გონიერი“. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, მესამეზე — ხიჭაურის წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი.
გამარჯვებულები სასულიერო აკადმიისა და სემინარიის სტუდენტები არიან: გიორგი ხარატიძე, პავლე ჭიპაშვილი, მამუკა ხითარაშვილი, გურამ გიორგაძე, დავით მგალობლიშვილი, თორნიკე მამნიაშვილი და ანდრია ტყემელაძე.
0 - комментарии к теме "სტუდენტების გამარჯვება"