• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    ბაკალავრიატი

    თსას-ის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) აბიტურიენტის ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და თსას-ის მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდ(ებ)ის ჩაბარება;

    აბიტურიენტი ვალდებულია სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად რექტორის აქტით დადგენილ ვადებში გაიაროს პირველადი რეგისტრაცია. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს თსას-ის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები;

    პირველადი რეგისტრაცია მოიცავს ადმინისტრაციულ (შემდეგში-ადმინისტრაციული რეგისტრაცია) და აკადემიურ (შემდეგში-აკადემიური რეგისტრაცია) ნაწილს;

    ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები
    მიღება ბაკალავრიატში