2016 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერისა და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე შედგა დიპლომების დაცვა. ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად ნამუშევრები წარადგინეს ხატწერისა და დაზგური და მონუმენტური ხატეწერის რესტავრაციის მიმართულებების 2013, 2014 და 2016 წლების კურსდამთავრებულმა.
ხატწერის მიმართულებაზე დიპლომი დაიცვა ცამეტმა ახალგაზრდამ, რომელთაც 2016 წელს დაასრულეს სასწავლო კურსი. ყველა მათგანის ნამუშევრის თემა აღებული იყო სინას მთის მხატვრობის ვედრების კომპოზიციიდან. ხატწერის მიმართულების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების ხელმძღვანელია ფაკულტეტის დეკანი – დეკანოზი იოსებ ვანიძე.
საბაკალავრო ნაშრომებით კომისიის წინაშე წარდგნენ:
1. ბაკურაძე გიორგი – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, მაცხოვარი
2. გოგნაძე გვანცა – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, მათე მახარებელი
3. გრიგალაშვილი გიორგი – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, იოანე ღვთისმეტყვლი
4. მაისურაძე კახაბერ – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, ღვთისმშობელი
5. მარკოზაშვილი თამარ – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, მარკოზ მახარებელი
6. მარკოზაშვილი თინათინ – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, მარკოზ მახარებელი
7. ნოზაძე გიორგი – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, იოანე ნათლისმცემელი
8. ვარდიშვილი გიორგი – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, ლუკა მახარებელი
9. ხმალაძე გოჩა – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, იოანე ნათლისმცემელი
10. ხვედელიანი ვახტანგ – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, მაცხოვარი
11. ხიდირბეგიშვილი მარიამ – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, იოანე ღვთისმეტყველი
12. ქოროღლიშვილი მერაბ – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, ღვთისმშობელი
13. მუჩაიძე გიორგი – სინას მთის მხატვრობა, მინიატურა, მათე მახარებელი
2014 წლის ორი კურსდამთავრებულის სადიპლომო ნამუშევრების თემა იყო “წმინდა მხედრები:”
1. არაბული ივანე – წმინდა დემეტრე თესალონიკელი
2. გეგეჭკორი დავით – წმინდა დემეტრე თესალონიკელი
ნაშრომი ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად წარმოადგინა, ასევე, 2013 წლის კურსდამთავრბულმა, ნუგზარ მეკოკიშვილმა. მისი ნაშრომის თემა იყო მთავარანგელოზი მიქაელი (სვანეთი, ლატალის თემი, სოფ. მაცხვარიში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ხატი, მე-13 ს.).
სადიპლომო ნამუშევრები წარადგინეს დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების 2016 წლის კურსდამთავრებულებმა. მათი ხელმძღვანელია ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის პედაგოგი დავით გაგოშიძე. დიპლომანტებს დასამუშავებლად დეტალები აღებული ჰქონდათ ორი სხვადასხვა თემიდან:
ა). მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1112 წელს მოხატული წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის ფრესკების ნიმუშის რესტავრაცია (ლაგურკა,ზემო სვანეთი);
ბ) მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს მოხატული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისფრესკების ნიმუშის რესტავრაცია (ნაკიფარი, ზემო სვანთი).
კომისიის წინაშე ნაშრომებით წარდგნენ:
1. გოცირიძე გელა – წმ. ნიკოლოზი (ნაკიფარი, ზემო სვანეთი)
2. გვეხიძე მადონა – მთავარანგელოზი (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი, ლაგურკა, ზემო სვანეთი)
3. დევიძე ნიკოლოზ – ჯალათი (ნაკიფარი, ზემო სვანეთი)
4. მარკოზაშვილი მიხეილ – მაცხოვარი
5. მიქაძე მიხეილ – მეფე დიოკლეტიანე (ფრაგმენტი, წმინდა გიორგის წამება, ნაკიფარი)
6. ხაფთანი სალომე – წმინდა კვირიკეს სიკვდილი (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი, ლაგურკა, ზემო სვანეთი)
7. ტყემალაძე მარიამ – წმ. პეტრე მოციქული (ნაკიფარი, ზემო სვანეთი)
წარმოდგენილმა საბაკალავრო ნაშრომებმა, ზოგადად, მოწონება დაიმსახურა. მათ საბოლოოდ შესაფასებლად კომისია მუშაობას მეორე დღეს აგრძელებს.
0 Responses on დიპლომების დაცვა"