თამარ ფარჩუკიძის საჯარო ლექცია “ახალი ცნობები ღირსი იოანე პეტრიწის მოღვაწეობის შესახებ”

14 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ქალბატონმა თამარ ფარჩუკიძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილმა წევრმა.

ქ-ნ თამარ ფარჩუკიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაულტეტი და თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, წყნეთის ბავშვთა სახლის დირექტორი, ნაძალადევის რაიონის განათლების განყოფილბის მეთოდისტი, თბილისის 114-ე საშუალო სკოლის რელიგიის იტორიისა და კულტურის მასწვლებელი. მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა: “პირველი ქართული საგანმანათლებლო სიმბოლოები – XI საუკუნის ევროპული ინოვაცია,” “ცოდნის, როგორც საღვთისმეტყველო კატეგორიის ზოგადმეცნიერული ასპექტები,” “ანტონ კათალიკოსის საგანმანათლებლო მემკვოდრეობა.” “მეფობისა შარავანდედი” და “ძალითა ზეგარდამოითა,” “”XI-XII საუკუნეების საქართველოს საგანმანათლებლო საქმის ევროპული ასპექტები,” “პატრიწონისა და გენათის სიმბოლოები – პირველი ქართულ საგანმანათლებლო ემბლემები,” “ღირსი იოანე პეტრიწის მოღვაწეობის ბიზანტიურ-ბულგარული პერიოდის უცნობი ფაქტების შესახებ,” “ღირსი იოანე პეტრიწი და ადრეული რენესანსის საფუძვლები,” და მრავალი სხვა. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული “ხმა სამრეკლოდან,” არის რამდენიმე წიგნისა და პოეტური კრებულის თანაავტორი და რედაქტორი. ქ-ნი თამარი არის გამარჯვებული და მთავარი პრიზების მფლობელი ქრისტიანული პოეზიის ფესტივალისა “წმინდა ნინოს ჯვარი,” და ლიტერატურულ კონკურსისა “შოთაობა.”

მომხსენებელმა მოკლედ მიმოიხილა პეტრიწონის მონასტრის დაარსების ირგვლივ დამკვიდრებული შეხედულებები და ღირსი იოანე პეტრიწის (ჭიმჭიმელის) სამოღვაწეო დროსთან დაკავშირებული თვალსაზრისები. მეცნიერმა აუდიტორიას წარუდგინა თავისივე აღმოჩენილი პეტრიწონის საგანმანათლებლო სიმბოლოს გრაფიკული ვერსია, რასაც იდეური და მხატვრულ-კომპოზიციური გააზრებით გელათის სიმბოლოს წინამორბედად მიიჩნევს. პეტრიწონისა და გენათის მონასტერთა სასწავლებლების საგანმანათლებლო ჰერალდიკური სიმბოლოები XI-XII საუკუნეების ევროპული ინოვაციაა.

პეტრიწონის მონასტრის ახლოს აღმოჩენილი როდოპის კლდის საიდუმლო წარწერისა და იოანე ბატონიშვილისეული ცნობის შედარების საფუძველზე ავტორი გვთავაზობს იოანე ფილოსოფოსის პეტრიწად სახელდებისა და პეტრიწონის მონასტრის დაარსების მიზეზებს.

მეცნიერი უარყოფს ღირსი იოანე პეტრიწის მეორე ზედწოდება “ჭიმჭიმელის” ტოპონიმიურ წარმომავლობას, იგი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვა მეტაფორული შინაარსის მატარებელია და “შუადღის მზეს” (ძველქართულად “ჭიმჭიმელი”) ნიშნავს, ხოლო იოანე პეტრიწის მიმართ მისი ხმარება დამკვიდრდა პეტრიწის განსაკუთრებული ღვაწლის, მისი შემოქმედების ნათლის წარმოსაჩენად.

მომხსენებელმა ისაუბრა, აგრეთვე, სახელწოდება ”’გელათის” ქართული შინაარსის შესახებ, რაც არ შეესაბამება ამ ლექსემის წარმომავლობის ბერძნულსა და ებრაულ ვერსიებს. დაზუსტებულია მარიამ დედოფლისეული “ქართლის ცხოვრების” ის მონაკვეთი, სადაც საუბარია გელათის დაარსებაზე. კვლევიდან გამომდინარე, მეცნიერმა წარმოადგინა პრაქტიკული წინადადებები და რეკომენდაციები.

Tuesday November 15th, 2016

0 Responses on თამარ ფარჩუკიძის საჯარო ლექცია “ახალი ცნობები ღირსი იოანე პეტრიწის მოღვაწეობის შესახებ”"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>