დოქტორანტები

2013 წლის 5 ნოემბერს, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაირიცხნენ შემდეგი დოქტორანტები:

პატროლოგია.  პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.

1. მღვ. ირაკლი ახალაძე _ სადისერტაციო თემა: „წმინდა მაქსიმე აღმსარებლის „საღვთისმეტყველო თავები“ ძველ ქართულ მწერლობაში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
2. ირაკლი ორჟონია _ სადისერტაციო თემა: „ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი.“ თემის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
3. გიორგი გველესიანი _ სადისერტაციო თემა: „ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანის პიროვნებისა და განღმრთობის შესახებ.~ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე.

ეკლესიის ისტორია:
მოდული ა) მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია.  პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.

1. მღვ. ლონგინოზ (კარლო) სუარიშვილი _ სადისერტაციო თემა: „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის კანონიკური მოდელი იუსტინიანე დიდის დიგესტებში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.

2. გრიგოლ ბენდელიანი _ სადისერტაციო თემა: „სულიწმიდის მადლის მოხვეჭის მონაზვნური გზა წინა ათონურ პერიოდში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.

3. ნუგზარ ქოქიაშვილი _ სადისერტაციო თემა: ,,II და III საუკუნეების ფსევდოქრისტიანული სწავლებანი მაცხოვრის განკაცების შესახებ.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.

მოდული ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.  პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

1. დეკ. დავით (გელა) თავაძე _ სადისერტაციო თემა: ,,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქცია VII-X სს-ში.“ თემის ხელმძღვანელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე).
2. დეკ. არჩილ ხაჩიძე _ სადისერტაციო თემა: ,,კაპელანობა და კაპელანობის ინსტიტუტი XIX-XX საუკუნეებში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

2014 წლის 31 ოქტომბერს, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაირიცხნენ შემდეგი დოქტორანტები:

ბიბლეისტიკა:
მოდული ა) ძველი აღთქმა. პროგრამის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი).

1. ცოტნე ჩხეიძე - სადისერტაციო თემა: „ძველი აღთქმის წიგნებში აღწერილ წინასწარმეტყველთა „სიმბოლურ ქმედებათა“ საღვთისმეტყველო ანალიზი.“ თემის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი).

მოდული ბ) ახალი აღთქმა. პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.
1. ელგუჯა თოდუა - სადისერტაციო თემა: „ძველაღთქმისეულ დამოწმებათა ეგზეგეზისი წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.
2. რევაზი მუჯირიშვილი - სადისერტაციო თემა: „ეკლესიის მამათა სწავლება ძველი და ახალი აღთქმის განუყოფლობის შესახებ.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.
ლიტურგიკა. პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).

1. მღვ. დავით (დათო) ჭიღლაძე - სადისერტაციო თემა: „შიომღვიმის (საბაწმინდის) ტიპიკონის შედარებითი ლიტურგიკული ანალიზი.“ თემის ხელმძღვანელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ბიძინა გუნია.
2. გიორგი მეტრეველი - სადისერტაციო თემა: „sin 38 ხელნაწერის ლიტურგიკულ-საღვთისმეტყველო ანალიზი.“ თემის ხელმძღვანელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ბიძინა გუნია.
3. გიორგი ჯულაყიძე - სადისერტაციო თემა: „ვნების კვირიაკის წეს-განგება ძველი ქართული ლექციონარების მიხედვით.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).

2015 წლის 9 ნოემბერს, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაირიცხნენ შემდეგი დოქტორანტები:

ბიბლეისტიკა:
მოდული ა) ძველი აღთქმა. პროგრამის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი).

1. მღვ. ვლადიმერ (ვლადიმერი) ვახტანგაძის სადისერტაციო თემა – „ანგელოზთა შესახებ სწავლება წმინდა წერილში.“ თემის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი).
2. ზაქარია ბლიაძის სადისერტაციო თემა - „ოსეს წინასწარმეტყველების საეკლესიო ეგზეგეტიკა.“ თემის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი).
3. გიორგი გვასალიას სადისერტაციო თემა – „წმინდა მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრება და მოღვაწეობა საეკლესიო ეგზეგეტიკაში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
4. ნუგზარი სამხარაძის სადისერაციო თემა – „მსხვერპლშეწირვის სახეები ძველ აღთქმაში.“ თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

2016 წლის 31 ოქტომბერს, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაირიცხნენ შემდეგი დოქტორანტები:

დოგმატიკა: პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.

1. მღვდელი იოსებ გელუკაშვილის სადისერტაციო თემა: „წმინდა იოანე დამასკელის ორი ხატთაყვანისცემითი სიტყვის ძველი ქართული თარგმანი და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“. თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
2. ლევან ჭანკვეტაძის სადისერტაციო თემა: „თეოდორე აბუკურას ანტინესტორიანულ-ანტიმონოფიზიტური დიალოგების ძველი ქართული თარგმანი და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“. თემის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.

კანონიკური სამართალი: პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.

1. მღვდელი გიორგი ხანთაძის სადისერტაციო თემა: „ქრისტიანული ქორწინების სამართალი მართლმადიდებლურ კანონიკაში და საქართველოში არსებული ტრადიცია“. თემის ხელმძღვანელები: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.

2. მორჩილი ირაკლი გუნიავას სადისერტაციო თემა: „ეკლესიის ქონებრივი უფლებები და მათი კანონიკური და ისტორიული ფორმები“. თემის ხელმძღვანელები: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.

3. ედიშერი ქარჩავას სადისერტაციო თემა: „კონსტიტუციური შეთანხმება და ეკლესიის მართვა-გამგეობის კანონიკური საფუძვლები“. თემის ხელმძღვანელები: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.