თანამშრომელთა მოვალეობები

1. ელდარ ბუბულაშვილი – დოქტორანტურის ხელმძღვანელი
2. ნანა ბრეგაძე – დოქტორანტურის ხელმძღვანელის თანაშემწე
ა) მოწვეული პედაგოგებისათვის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა და მათი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
ბ) დოქტორანტურაში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
გ) შუალედური და დასკვნითი საგამოცდო უწყისების შედგენა და მათი კომპიუტერული ვერსია;
დ) თითოეული დოქტორანტის პირადი საქმეების მოწესრიგება და მათი კომპიუტერული ვერსია;
ე) ყოველდღიური კონტაქტი დოქტორანტებთან და პედაგოგებთან;
ვ) დოქტორანტურის საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული ბაზის შექმნა;
ზ)სასწავლებლის შესაბამის სამსახურებთან (იურისტი, სწავლული მდივანი) ურთიერთთანამშრომლობით კონკურსით ჩარიცხული დოქტორანტების იურიდიული ბაზის მოწესრიგება;
თ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.
3. მაია ტალახაძე – დოქტორანტურის სპეციალისტი
ა)დოქტორანტურის სასწავლო და სამეცნიერო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მასალების მოწესრიგება;
ბ) დოქტორანტურის საქმიანობის ამსახველი მასალების განთავსების უზრუნველყოფა სასწავლებლის ვებ–გვერდზე;
გ) ურთიერთობა სადოქტორო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელებთან და კათედრის გამგეებთან;
დ) ურთიერთობა პროფესორ–მასწავლებლებთან და მათ მიერ შედგენილი დოკუმენტაციის გაკონტროლება;
ე) ურთიერთობა სასწავლებლის ადმინისტრაციასთან;
ვ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.
4. დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი – დოქტორანტურის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი
ა) დოქტორანტურის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით მუდმივი კონტაქტი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან;
ბ) კონტროლი სილაბუსებზე;
გ) სადოქტორო–საგანმანათლებლო პროგრამების მიმართება სილაბუსებთან;
დ) ლექციების შემოწმება; როგორ თანხვედრაშია სალექციო თემა სილაბუსთან; პროგრამისა და სილაბუსის გათვალისწინებით დროზე და ხარისხიანად ტარდება თუ არა სემინარები და შუალედური გამოცდები;
ე) დასკვნითი გამოცდების კონტროლი;
ვ) სასწავლო პროცესისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადახალისება და მომზადება;
ზ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.
5. ელენე შუბლაძე – დოქტორანტურის სამეცნიერო პროცესის კოორდინატორი
ა) დოქტორანტურის სამეცნიერო მუშაობის მიზნით მუდმივი კონტაქტი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან;
ბ) დოქტორანტებისათვის სადისერტაციო თემის დამტკიცებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
გ) მუდმივი კონტროლი დოქტორანტის სემინარისა და კოლოქვიუმის მიმდინარეობაზე;
დ) სასწავლებლის ადმინისტრაციის დახმარებით დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების ორგანიზება და ხელშეწყობა მათი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებაში;
ე) ურთიერთობა სადისერტაციო საბჭოსთან და სადისერტაციო საბჭოს მდივნისთვის დახმარების გაწევა, სადისერტაციო საბჭოს ოქმისა და სხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება. მისი კომპიუტერული ვერსიის შექმნა;
ვ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.
6. მერაბ ვაჩნაძე – დოქტორანტურის კონსულტანტი
ა) ურთიერთობის დამყარება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;
ბ) თბილისის სასულიერო აკადემიის დოქტორანტთა ჩართვა სხვა უმაღლეს სასწავლებელთა სამეცნიერო მუშაობაში; მათი მონაწილეობა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, სამეცნიერო კონტაქტების დამყარება.
გ) თბილისის სასულიერო აკადემიის დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომების გამოცემისათვის ხელშეწყობა; სხვა უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კრებულის გამოცემა;
დ) კონსულტაცია გაუწიოს დოქტორანტებს;
ე) თვალყური ადევნოს ლექცია–სემინარების მიმდინარეობას; მოახდინოს პედაგოგებისა და დოქტორანტების აღრიცხვა;
ვ) დაესწროს შუალედურ და დასკვნით გამოცდებს და თავისი შეხედულება წერილობით წარმოგვიდგინოს;
ზ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.
7. მარინა გაფრინდაშვილი – დოქტორანტურის კოორდინატორი
ა) სადისერტაციო ნაშრომის რეზიუმისა და სადისერტაციო მაცნეს ინგლისურ ენაზე თარგმნა და მომზადება გამოსაცემად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ინგლისური ენიდან ლექციის სინქრონული თარგმნა;
გ) ინგლისურენოვან ქვეყნებში არსებულ მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებთან კავშირის დამყარება და მათი გამოცდილების გაზიარება;
დ) ლექცია– სემინარებისათვის თვალყურის დევნება და წერილობითი დასკვნის წარმოდგენა;
ე) მისაღებ გამოცდებში ჩართულობა;
ვ) დასწრება შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
ზ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.

8. ლულუ უსტიაშვილი – დოქტორანტურის კოორდინატორი
ა) სადისერტაციო ნაშრომის რეზიუმისა და სადისერტაციო მაცნეს რუსულ ენაზე თარგმნა და მომზადება გამოსაცემად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში რუსული ენიდან ლექციის სინქრონული თარგმნა;
გ) რუსულენოვან ქვეყნებში არსებულ მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებთან კავშირის დამყარება და მათი გამოცდილების გაზიარება;
დ) ლექცია– სემინარებისათვის თვალყურის დევნება და წერილობითი დასკვნის წარმოდგენა;
ე) დასწრება შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
ვ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.

9. ჯული შოშიაშვილი – დოქტორანტურის კოორდინატორი
ა) კონტროლი მეორე ცვლაში მიმდინარე ლექცია–სემინარებზე;
ბ) შუალედური და ძირითადი გამოცდების კონტროლი. პედაგოგთა გაფრთხილება მკაცრად დაიცვან გამოცდების მითითებული გრაფიკი. წერილობით წარუდგინოს შუალედური და ძირითადი გამოცდების შედეგები დოქტორანტურის ხელმძღვანელს და სასწავლებლის პრორექტორს;
გ) პროფესორ–მასწავლებლებს მოსთხოვოს, თუ რომელი დოქტორანტი აცდენს სისტემატურად ლექცია–სემინარებს. აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრორექტორს და დოქტორანტურის ხელმძღვანელს;
დ) სასწავლებლის ფარგლებს გარეთ ჩატარებული ლექციების შემოწმება;
ე) შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დასწრება;
ვ) ყოველი კვირის ბოლოს სასწავლებლის პრორექტორს, დეკანოზ ბესარიონ ცინცაძეს, წერილობით წარუდგინოს დასკვნა მეორე ცვლაში მიმდინარე ლექცია–სემინარების შესახებ;
ზ) სხვადასხვა დავალებების შესრულება.