სასწავლებლის მისია

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც გამგრძელებელი და დამცველი საქართველოში არსებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების ტრადიციებისა, კანონიკური სამართლისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 475 მუხლით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი ამოცანების შესრულებას:

  1.  კადრების მომზადებას
    • სასულიერო პირად კურთხევისათვის;
    • საღვთისმეტყველო პროფილით სამეცნიერო მუშაობისათვის;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისათვის;
    • თეოლოგიის, ქრისტიანული ფსიქოლოგიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის სფეროში საქმიანობისათვის.
  2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნას ღვთისმეტყველების, ფილოლოგიის, ქრისტიანულიფილოსოფიის, ეკლესიის ისტორიის, ქრისტიანული ანთროპოლოგიის, საეკლესიო სამართლის, დოგმატიკის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის, რელიგიათმცოდნეობის, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის დარგებში.
  3.  საგანმანათლებლო და სამეცნიერო სხვა საქმიანობას, რომელიც ემსახურება მართლმადიდებლური რწმენისა და ღირებულებების დამკვიდრებასა და განმტკიცებას.