თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ-სამოციქულო ეკლესიასთან არსებულ სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო ცენტრს. თბილისის საულიერო აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სადაც სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს: I – ბაკალავრიატი; II – მაგისტრატურა ; III – დოქტორანტურა. სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უფლებამოსილია, განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
- თეოლოგია;
- ქრისტიანული ფილოსოფია;
- ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა;
- ქრისტიანული ფსიქოლოგია;
- ხატწერა;
- დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია;
- საეკლესიო არქიტეტურა.