დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის სემესტრისათვის დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის საფუძველზე;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს წერილობითი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) თეოლოგიის მაგისტრის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მონათესავე დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ)შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
ე) მოძღვრის რეკომენდაცია;
ვ) ორი ფოტოსურათი 3\4 დისკთან ერთად;
ზ)დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო;
თ) სხვა დოკუმენტები, რომელთაც შეიძლება ითხოვდეს კონკრეტული პროგრამა;
დოქტორობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული) ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან სერტიფიკატის მქონე პირები);
თსას-ის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს დამატებითი მოთხოვნები;
დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება წინასწარი გასაუბრების, სპეციალობასა და უცხო ენაში გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით;
დოქტორანტურაში ჩარიცხვისას ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას (სამაგისტრო შრომების შეფასებასა და სამაგისტრო Dდიპლომის დანართს);
დოქტორანტების ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თსას- ის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს თსას-ის რექტორი;
დოქტორანტად ჩარიცხვაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თსას-ის რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
დოქტორანტს ენიშნება შესაბამისი ცენზისა და კვლევის გამოცდილების მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელი;
თსას-ს, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის იდება სამმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და უფლებები. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.
ჩარიცხული დოქტორანტების საკვალიფიკაციო ნაშრომს ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო ხმათა უმრავლესობით.