8 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა გართიანებული კრება. შეკრების მიზანი იყო სასწავლებლის წინაშე მდგარი პრობლემების წარმოჩენა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
კრება გახსნა აკადემია-სემინარიის სწავლულმა მდივანმა, ქ-მა ლეილა გეგუჩაძემ. აუდიტორიის წინაშე გამოვიდნენ აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, გამომცემლობის დირექტორი, ქ-ნი ნინო მელიქიშვილი, დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ბ-ნი ელდარ ბუბულაშვილი და პატრისტიკის კათედრის გამგე, ბ-ნი ედიშერ ჭელიძე.
საუბარი ძირითადად შეეხო სასწავლო სილაბუსების ჯეროვნად გამართვასა და დროულად წარდგენას, ასევე – სტუდენტთა ვალდებულებას, წერონ გამართული ქართული ენით. შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემია- სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს ერთგული მუშაობისათვის და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ დიდი პასუხისმგებლობის შესახებ: ისინი საქართველოს ეკლესიის მომავალ მსახურებს ზრდიან.
პედაგოგთა შეკრება ერთობლივი ლოცვით დასრულდა.
0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელთა კრება"