თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევრების დაცვა

27 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევრების დაცვა-პრეზენტაცია შედგა. საბაკალავრო ნაშრომებად წარმოდგენილი იყო ქართველ წმინდა მამათა ციკლი. კერძოდ: ილარიონ ქართველის, გიორგი, იოანე, ეფთვიმე მთაწმინდელებისა და გაბრიელ ივერიელის ხატები. დაჩი ბარძიმაძემ, სალომე ჯამდელიანმა, სალომე ელიაშვილმა, მარიამ დავითიძემ და მარიამ ნინაშვილმა   საკუთარი ნამუშევრების წარდგენისას ისაუბრეს სამუშაო პროცესზე, ნამუშევრების თეოლოგიურ და  ტექნიკურ მხარეებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა, ტემპერის წესით შესრულებული   ნამუშევრებისა, სტუდენტებმა წარმოადგინეს ენკაუსტიკის წესით შესრულებული ხატებიც. უნდა აღინიშნოს რომ  ენკაუსტიკის ტექნიკა უძველესი ტრადიციაა და ამიტომ სტუდენტების ნამუშევრები ამ ტრადიციის  აღდგენის წარმატებულ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

საბაკალვრო ნამუშევრების დაცვის კომისიის წევრები იყვნენ: ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე,    ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე, გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე და სხვები. საბაკალვრო ნაშრომების  ხელმძღვანელი იყო ლაშა ვანიძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ ნამუშევრებს.  დამსწერე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დეკანმა და  კათედრის გამგემ, რომელთაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები  მაღალ დონეზეა შესრულებული. საბაკალავრო ნაშრომების დაცვისას აღინიშნა, რომ ფაკულტეტს განსაკუთრებული   მნიშვნელობაა აქვს  თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნების განვითარების საქმეში.

 

Thursday June 27th, 2019

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევრების დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>