საეკლესიო არქიტექტურის ( ხუროთმოძღვრების ) ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი

26 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევართა დაცვა შედგა.
საგამოცდო კომისიას, მოწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის გამგემ, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ. მან ისაუბრა ამ ფაკულტეტისა და კათედრის მნიშვნელობაზე, ამოცანებსა და მიზნებზე. „საეკლესიო ხელოვნებას საეკლესიო განათლება სჭირდება“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სასწავლებლის ადმინისტრაციის თანადგომისა და პედაგოგთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად დასახული მისიის შესრულება შესაძლებელი გახდა. დეკანოზმა ბესარიონა საგამოცდო კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებმაც საბაკალავრო ნამუშევრები სამონასტრო კომპლექსების თემატიკაზე მოამზადეს.
სადიპლომო ნაშრომის მნიშვნელობასათან დაკავშირებით ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა პედაგოგებმაც.
სადიპლომო ნაშრომების დაცვას ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე.
საგამოცდო კომისიამ სამივე სადიპლომო ნაშრომი დადებითად შეაფასა.
ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ პროექტები სავსებით დამაკმაყოფილებელია და გარკვეული დეტალების დამატებისა და დამუშავების შედეგად მათი პრაქტიკულად განხორციელება შესაძლებელია. მიტროპოლიტმა გამოთქვა მოსაზებაც, რომ კარგი იქნებოდა სასწავლებლის ადმინისტრაციის ორგანიზებით კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების წარდგენა სხვადასხვა ეპარქიებშიც სტუდენტთა პროფესიული დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

Wednesday June 26th, 2019

0 Responses on საეკლესიო არქიტექტურის ( ხუროთმოძღვრების ) ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>