დღეს, 5 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა. აკადემიისა და სემინარიის კათედრები სამ სექციად დანაწილდნენ. თითოეული სექციის მუშაობას თავმჯდომარეებმა უხელმძღვანელეს. წაკითხულმა მოხსენებებმა მსმენელთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია, მომხსენებლებმა მრავალ შეკითხვას გასცეს პასუხები.
დღეს წარმოდგენილი ოცდაოთხი მოხსენება სექციებში ასეთნაირად განაწილდა:
ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის, ბიბლეისტიკის, ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების სექცია
თავმჯდომარეები: დეკანოზი პროფ.მაქსიმე ჭანტურია, დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი, არქიდიაკვანი პროფ.დემეტრე დავითაშვილი
1. თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი – მსოფლიო კრებების ინსტიტუტი.
2. თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი – ქალების სამართლებრივი სტატუსი ძველი სამართლის ძეგლების მიხედვით.
3. დეკანოზი დავით ჭიღლაძე – VI-VIII საუკუნეების აღმოსავლური საღვთისმსახურო ტიპიკონების მოკლე მიმოხილვა.
4. თეოლოგიის მაგისტრი მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი – რელიგიური მდგომარეობა ბიზანტიის იმპერიაში იუსტინიანე დიდის დროს.
5. თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი იარაკლი ორჟონია – შესაქმის დღეების დროითი (საათობრივი) ხანგრძლივობის შესახებ.
6. თეოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი გიორგი თოდუა – ძველაღთქმისეული ციტაცია წმინდა პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (ტექსტოლოგიური ძიებანი).
7. თეოლოგიის მაგისტრი დოქტორანტი გიორგი ჯულაყიძე – საგალობელ “რომელი ქერუბიმთას” ერთი ტერმინის კორექტირებისათვის.
8. პროფ.თეიმურაზ ბუაძე – რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებანი სულის უკვდავების შესახებ.
რელიგიათმცოდნეობის, საქართველოს ისტორიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის სექცია
თავმჯდომარეები: პროფ. ლელა ხაჩიძე, პროფ. სერგო ვარდოსანიძე, პროფ. რუსუდან ვაშალომიძე
1. პროფ. ავთანდილ ასათიანი – ილია ჭავჭავაძე ქრისტიანული აღზრდა-განათლების გზებისა და საშუალებების შესახებ.
2. ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე – დიალექტიკურობის პრობლემა პროკლეს ნეოპლატონურ მოძღვრებაში.
3.პროფ. ელდარ ბუბულაშვილი – რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ურთიერთობის ისტორიიდან, უძველესი დროიდან XVIII საუკუნემდე.
4. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გულნაზ ბარათაშვილი – ერთი კახური დაფარნის იკონოგრაფიული თავისებურება.
5. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი – დედოფალ ელენეს ღვაწლი ალავერდის ტაძრისადმი.
6. დოქტორანტი ქეთევან გვაზავა – დრო და ადამიანის საზრისი.
7. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ნუცუბიძე – ფრანგული სიმბოლიზმი და ქართველი ცისფერყანწელები.
8. პროფ.ლელა ხაჩიძე – სტეფანე პირველმოწამისადმი მიძღვნილი საგალობლები.
ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენათა სექცია
თავმჯდომარეები: პროფ. გრივერ ფარულავა, პროფ.იური მოსიძე
1. პროფ.გრივერ ფარულავა – ჰაგიოგრაფია – ლიტერატურული ჟანრი.
2. პროფ.იური მოსიძე – მრავალეროვნების სოციოლინგვისტური ასპექტი.
3. ფილოლოგიის დოქტორი მედეა ღლონტი – ქართული სიტყვის ღვთისმეტყველება (ქართული მომავალი).
4. ფილოლოგიის დოქტორი ლალი ხუჭუა – რელიგიური და საეკლესიო ტერმინოლოგია რუსული ენის სწავლების პროცესში.
5. ფილოლოგიის დოქტორი ჯული შოშიაშვილი, ლალი ბაქრაძე – ძველი და ახალი ბერძნული ენის დიალექტთა განდასებისათვის.
6. ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი – წმ. მაკარი მეგვიპტელის ცხოვრება და პალადი ჰელენოპოლელის “ლავსაიკონი” (პარალელები).
7. ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა – ერთი სპარსულ-ინგლისური ლიტერატურული პარალელისათვის.
8. ფილოლოგიის დოქტორი მარინა მამულაშვილი-ბოტკოველი – აზრობრივი ეკვივალენტური თარგმანი.
0 Responses on პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციის მეორე დღე"