შეხვედრა ახალგაზრდულ ცენტრში

როგორც ვიცით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, შაბათობით წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში მის უწმინდესობასთან იმართება ქართული საზოგადოების შეკრებები. ამ შეხვერდრების მიზანია, ვიმსჯელოთ ჩვენს პრობლემებზე და ერთად მოვნახოთ მათი გადაჭრის გზები.

7 ოქტომბერს, თბილისობის ზეიმის დღესაც, მის უწმინდესობასთან,ახალგაზრდულ, ცენტრში შეიკრიბნენ ახალგაზრდები, მორწმუნე მრევლი, სეკულარული საზოგადოების წარმომადგენლები. გაიმართა გულახდილი მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება, გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა განსაცდელთაგან. ყველამ აღნიშნა, რომ უმთავრესი და გადაუდებელი ამოცანაა, გაყიდული და უცხოელებზე გასხვისებული მიწა-წყლის დაბრუნება. ქართველი კაცი სოფელს უნდა დაუბრუნდეს. ქვეყანა მაშინაა ძლიერი, როდესაც მისი გლეხობა, სოფელი ძლიერია. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა გლეხობის, როგორც სოციალური ფენის სტატუსის ამაღლება.

მისი უწმინდესობის კურთხევით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან შეიქმნა ეგრეთ წოდებული “იდეების ბანკი.” ეს ნიშნავს იმას, რონ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დაწეროს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე და “ბანკში” შეიტანოს. ამ სახით დაგროვებულ მასალას გაეცნობა თავად მისი უწმინდესობა, მთელი საზოგადოება, და უკეთ გახდება შესაძლებელი, დაისახოს ჩვენთვის მტკივნეული საკითხების მოგვარების საშუალებები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. საზოგადოების კრებას ახალგაზრდულ ცენტრში ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, აკადემიის პროფესორი, დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, და სტუდენტები.

საზოგადოების შეხვედრები პატრიარქთან ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ შაბათს, 10 საათზე გაიმართება, 12 საათზე კი სამადლლობელი პარაკლისი აღევლინება. მისი უწმინდესობის კურთხევაა, შაბათობით 12 საათზე ყველამ სამადლობელი ლოცვა შესწიროს უფალს.

Saturday October 7th, 2017

0 Responses on შეხვედრა ახალგაზრდულ ცენტრში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>