2018 წლის 1 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაც: დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია, მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე და აკადემიის I კურსის სტუდენტი თორნიკე გოგინაშვილი. კონფერენციაზე მღვდელმა ვლადიმერ ვახტანგაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კანონიკური საფუძვლები”. მან მიმოიხილა სამოციქულო კანონებისა და მისი განმარტების საკითხები. ისაუბრა ავტოკეფალიის თანამედროვე მოდელზე და განიხილა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საეკლესიო სამართლებრივი საკითხები.
0 Responses on თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კონფერენცია"