ა(ა)იპსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2018-2019 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- პატროლოგია – პროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
- ლიტურგიკა – პროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).
- კანონიკური სამართალი – პროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.
- ეკლესიის ისტორია:
მოდული ა)მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია – პროგრამის ხელმძღვანელი _ თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.
მოდული ბ)საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია – პროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისას პრიორიტეტი ენიჭებათ თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ხოლო თეოლოგიის მონათესავე დარგებში მაგისტრის ხარისხის მქონე პირთა სადოქტორო პროგრამაზე მიღების საკითხს განიხილავს და წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
- მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- მოძღვრის რეკომენდაცია;
- შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ სპეციალობის მიხედვით წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
- 2 ფოტოსურათი (3×4) დისკთან ერთად.
დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო
საბჭო.
გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
- პატროლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) პატროლოგია (ზეპირი);
ბ) უცხო ენა (წერითი);
გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
- ლიტურგიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) ლიტურგიკა (ზეპირი);
ბ) უცხო ენა (წერითი);
გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
- კანონიკური სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი);
ბ) უცხო ენა (წერითი);
გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
- მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
გ) უცხო ენა (წერითი);
დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
5.საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ზეპირი);
გ) უცხო ენა (წერითი);
დ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).
ყველა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველები გამოცდას აბარებენ ერთ-ერთ ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული, იტალიური და სხვა). უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან სერთიფიკატის მქონე პირები.
საბუთები მიიღება 2018 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 15 სთ-მდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში. მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.
გამოცდების განრიგი:
პატროლოგია – 28 სექტემბერს
ლიტურგიკა – 28 სექტემბერს
საეკლესიო (კანონიკური) სამართალი – 28 სექტემბერს
ეკლესიის ისტორია – 28 სექტემბერს
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია – 28 სექტემბერს
უცხო ენა – 26 სექტემბერს
ძველი ბერძნული ენა – 24 სექტემბერს
ჩარიცხვა – 1 ოქტომბერს
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.
ვებ-გვერდი: www.tsas.ge
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით. ტელ:555 18 16 11; 551 29 72 77; 551 20 22 04.
0 Responses on ა(ა)იპსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2018-2019 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე"