2018 წლის 6 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტმა თევდორე გოგოლაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: “წმიდა არსის” გალობის შესახებ.
წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა! დამოწმებულ საგალობელს უსმენს ყოველი მორწმუნე საღმრთო ლიტურგიაზე დგომისას, მას ლათინურად Sanctus-საც უწოდებენ. მოხსენების მიზანია საზოგადოების წინაშე წარმოჩნდეს წინამდებარე საგალობლის წარმომავლობა, საღვთისმეტყველო და სწავლა-მოძღვრებითი შინაარსი, დამოწმებული წმიდა მამების შესაბამისი კომენტარებით, ასევე მისი ლიტურგიაში დამკვიდრების ისტორიული გზა, საღვთისმსახურო დანიშნულება და განმარტება.
0 Responses on ყოველკვირეული მოხსენებები აკადემიაში"