აღდგომა

                                                                        ყოველგვარი სიკეთის სათავე ქრისტეს აღდგომა ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უმთავრესია. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: „კვირა დღეს განცხოველდა მხოლოდშობილი და მასთან ერთად მისი თაყვანისმცემელნიც, რადგან აღდგა, ჩვენც აღგვადგინა და ამ სახით ნუგეში სცა ჩვენს შიშს“. აღდგომის სიხარული პირველად ანგელოზთაგან მენელსაცხებლე დედებს ეუწყათ (ლკ. 24: 1-12. ინ. 20: 11-18), რომლებმაც ეს დიადი ამბავი მოციქულებს აუწყეს. „იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო დადადგა შუაში, და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“ ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით“ (ინ. 20: 19-31) „და უთხრა მათ: წადით მთელ ქვეყანაზე და უქადაგეთ სახარება ყოველ დაბადებულს. ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება“ (მკ. 16: 15-16).

აღდგომის დღესასწაულის არსი მთელი სიცხადით არის გამოთქმული ერთ-ერთ ძველ ჰიმნოგრაფიულ საგალობელში: „დღეს აღივსო სიხარულითა პირი ჩვენი და ენა ჩვენი გალობითა, რამეთუ მოაქცია უფალმან ტყვე სიონისა და ვიქმნენით ჩვენ ნუგეშინისცემულ, და რომელნი მძლავრ შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, საკრველნი მათნი განხეთქნა, დასაბამითგანნი მკუდარნი, ვითარცა მართალნი, აღადგინნა. უფალი არს მაცხოვარი ყოველთა, რომელმან განადიდა ყოფა მისი ჩვენ თანა, ჯვარსა დაემშჭუალა და ძლიერება სიკვდილისა წარმოტყუენა, საფლავსა დაიდვა და საცდური ეშმაკისა განაქარვა. მესამესა დღესა საფლავით აღდგა და აღდგომა ყოველთა მოგუანიჭა, სულთა ჩუენთა მშვიდობა და დიდი წყალობა“.

ქრისტე აღდგა!   ჭეშმარიტად აღდგა!

Saturday April 27th, 2019

0 Responses on აღდგომა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>