2019 წლის 31 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის სახელოსნოში გაიმართა ყოველწლიური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი სტუდენტები. ეს სახელოსნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა და აქ მუშაობენ როგორც სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები, ასევე სხვა მხატვრები, ვინც ხატწერის ნიმუშებს ქმნის. დღევანდელი გამოფენა ორი დღე გაგრძელდება.
0 Responses on ხატწერის ნიმუშების გამოფენა"