100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად გამართულ მსვლელობაში სასულიერო სემინარიის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა

13 ნოემბერს წმინდა 100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართა. მსვლელობაში სასულიერო სემინარიის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა და მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 ათასი მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.

Thursday November 13th, 2014

0 Responses on 100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად გამართულ მსვლელობაში სასულიერო სემინარიის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>