თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის შემდეგ პროგრამებზე:

ა)თეოლოგია (აკადემია, სამაგისტრო პროგრამა, მხოლოდ მამაკაცები);
ბ) თეოლოგია (სემინარია, საბაკალავრო პროგრამა, მხოლოდ მამაკაცები);
გ) ქრისტიანული ფსიქოლოგია (საბაკალავრო პროგრამა);
დ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა (საბაკალავრო პროგრამა);
ე) საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება) (საბაკალავრო პროგრამა);
ვ) ხატწერა (საბაკალავრო პროგრამა);
ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია (საბაკალავრო პროგრამა).

სწავლა უფასოა.

ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული,სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის, მფლობელნი ან მასთან გათანაბრებული პირები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

1) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
2) საქართველოს ისტორია (ზეპირი);
3) უცხო ენა (ტესტირება).

ის აბიტურიენტები, რომლებიც სპეციალობად აირჩევენ ხატწერას ,დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციას ან საეკლესიო არქიტექტურას (ხუროთმოძღვრებას ), გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა, დამატებით ჩააბარებენ გამოცდას ხატვაში.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისამართი: თბილისი, სიონის ქუჩა 13/40.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით; ტელ.: 2920821 ;

Thursday February 25th, 2016

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>