საქართველოს პატრიარქი,უწმიდესი და უნეტარესი ილია II 1977 წელს აღსაყდრდა. მას შემდეგ 40 წელი გადის. დიდია ჯვარი ქართველი ერის პატრიარქისა. ერის, რომლის ნიჭიერებას, დიდსულოვნებას, სიყვარულის გრძნობის მრავალფეროვნებას, სათნოებას, თავმდაბლობას, საზღვარი არ აქვს!
მოდის პატრიაქი თავის ერთან ერთად. მოაბიჯებს დინჯი, მშვიდი აუჩქარელი და ჩვენს შეცოდებებ სლოცვით და გულწრფელი ცრემლებით ჩვენს მაგივრად ინანიებს. ქადაგებს სიყვარულს,შენდობას და თავმდაბლობას. მოდის ღვაწლმოსილი, ხანშიშესული, ჩვენი სულიერი მამა, უსათნოესი პატრიარქი და უფალს თანაბრად ავედრებს ღირსი და უღირსი შვილების სულებს. მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს დაცემული ძმა და მტერიც ჩვენი.
ქადაგებს ჩვენი პატრიარქი: “მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არა რის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობის მოყვარე გული უნდა გვქონდეს. მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას”. სწორედაც რომ არ არის იოლი, იყო მრავალნატანჯი, ბევრჯერ მკვდრეთით აღმდგარი, ჭირთამთმენი და მუდმივად განსაცდელში მყოფი ქვეყნის პატრიარქი. მადლობა მას დიდი მოთმინებისათვის, შენდობისათვის. იგი ხომ თანაბრად ლოცულობს ყველასთვის, მათ შორის იმ უგუნურთათვისაც, რომელთაც შეუბედავთ აუგი მისთვის. ჩვენ გვამხნევებს, რომ სჯერა პატრიარქს, “მალედადგებაისდრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს და გაერთიანებულ ერს”.
ლოცულობს ჩვენი პატრიარქი: “ღმერთმა ინებოს რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენიგადარჩენა”. ხელის გულზე ვყავართ პატრიარქს, ქადაგებს ერი სგამრავლებას, გვინათლავს შვილებს, შეგვინდობს, გვეფერება, შეგვაგონებს….
გვიყვარდეს, პატივივცეთ, გულისყურით მოვუსმინოთ ჩვენს უწმიდესს და უნეტარესს, ჩვენს ბრძენ სულიერ მამას!
ჟურნალისტი ეკა ფალიანი
0 Responses on ეკა ფალიანი - ეს ჩვენი პატრიარქია"