თბილისის სასულიერო აკადემიაში გრძელდება სტუდენტური ნაშრომების საჯარო კითხვა. 14 მარტს აუდიტორიის წინაშე წარდგა სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ნუკრი ქოჩორაძე. მისი მოხსენება, “არიოზელთა დაყოფა პარტიებად,” შეეხო არიანობის, ერთ-ერთი უძველესი ერესის, ისტორიას – მის წარმოშობას, გავრცელებას, ეკლესიის ბრძოლას ამ მწვალებლობის წინააღმდეგ. ეს თემა, თავისთავად, მეტად საინტერესოა ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული მსმენელისათვის.
სტუდენტის ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. სიტყვით გამოვიდნენ დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია – ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე, და მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი – სასულიერო აკადემიის დეკანი.
0 Responses on აკადემიის მე-2კურსის სტუდენტის ნუკრი ქოჩორაძის საჯარო მოხსენება"