აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტ კახა ცუხიშვილის მოხსენება

თბილისის სასულიერო აკადემიაში გრძელდება სტუდენტთა ყოველკვირეული საჯარო მოხსენებების კითხვა. დღეს მომხსენებელი იყო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი კახა ცუხიშვილი, თემით: “იოანე სინელი და მისი “კიბე.”

სტუდენტმა ისაუბრა იოანე სინელის ბიოგრაფიაზე და მოკლედ განიხილა მისი შრომა “კლემაქსი,” ანუ “კიბე.” ეს მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენს წინაპრებს ადრევე უთარგმნიათ ქართულად. როგორც აკადემიის დეკანმა, მღვდელმა ლონგინოზ სუარიშვილმა ბრძანა, იოანე სინელის “სათნოებათა კიბე” ასკეტური ლიტერატურის ყველაზე უვნებელი საკითხავია და სარგებლობის მომტანი როგორც სასულიერო პირთათვის, ისე – ერისკაცთათვის.

მომხსენებელმა აუდიტორიის კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.

Friday March 24th, 2017

0 Responses on აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტ კახა ცუხიშვილის მოხსენება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>