მემორანდუმი თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ცხოვრება ამ კვირაში განსაკუთრებით სისხლსავსე იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, უთუოდ, ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან მემორანდუმის დადება უნდა მივიჩნიოთ.
1 ივნისს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვიენ ჩვენი სასწავლებლის მესვეურები – აკადემიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, აკადემიის სულიერი მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, გაზეთის რედაქტორი, ბატონი გივი შეყილაძე და სხვები. თავდაცვის აკადემიაში მიბრძანებული იყო თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ბატონმა მინისტრმა წაიკითხა ლექცია თემაზე “შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია და თანამედროვე გამოწვევები.” ლექციას დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოძღვრები. ამ ღონისძიებით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასრულდა სამხედრო მოძღვრებისათვის ორგანიზებული “სწავლების მეთოდისა და ხარისხის ამაღლების” კურსი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცდაცამეტ მოძღვარს გადაეცა სათანადო სერთიფიკატები. ბატონმა მინისტრმა სამხედრო მოძღვრებს თავიანთ საქმინაობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ამავე შეკრებაზე გაფორმდა მემორანდუმი თბილისის სასულიერო აკადემიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლობას, ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების გამართვას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს: სასულიერო აკადემიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ.

Friday June 2nd, 2017

0 Responses on მემორანდუმი თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის "

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>