2017 წლის 19 ოქტომბერს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.სასულიერო აკადემიის დელეგაციას მასპინძლობა გაუწიეს სამხედრო აკადემიის რექტორმა,პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ზურა მჭედლიშვილმა. აქვე იმყოფებოდნენ სამხედრო აკადემიის კაპელანი, დეკანოზი თადეოზ ქებაძე და იუნკრები.
სტუმრები გაეცნენ სამხედრო აკადემიის საქმიანობასა და სტრუქტურას, იქაურ საგანმანათლებლი პროგრამებსა და აკადემიაში მიღების პირობებს.
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შესახებ კი ისაუბრა აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტმა, სერგი მეგენეიშვილმა, მისი გამოსვლა სლაიდების ჩვენებით წარიმართა. ორივე აკადემიის სტუდენტები ერთმანეთს გაეცნენ, ისაუბრეს მათთვის საინტერესო თემეზე. შეხვედრის შემაჯამებელი სიტყვები წარმოთქვეს სასულიერო აკადემიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ზურა მჭედლიშვილმა. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.
ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს სამხედრო ბაზა და აკადემიის ტერიტორია.
ეს შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
0 Responses on სტუმრობა სამხედრო აკადემიაში"