29 მაისს სასულიერო აკადემიის დეკანის, მღვდელ ლონგინოზ სუარიშვილისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგების ინიციატივით, „ილიას დღეების“ კიდევ ერთი ღონისძიება მოეწყო. სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის თბილისური სახლ-მუზეუმი მოინახულეს; დაათვალიერეს წმინდანის საოჯახო ნივთები, მათ შორის – ყველაზე კარგად შემონახული სამუშაო კაბინეტი, რომლის პირვანდელი სახის აღდგენა მოუხერხებიათ შემორჩენილი ძველი ფოტოების წყალობით.
0 Responses on „ილიას დღეების“ კიდევ ერთი ღონისძიება"