საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2018 წლის 26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერისა და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე შედგა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების სტუდენტთა საბაკალვრო ნამუშევრების დაცვა. საბაკალვრო ნაშრომის თემა იყო: სამონასტრო კომპლექსი მცხეთაში. შრომის ხელმძღვანელები იყვნენ: პროფესორი მედეა მელქაძე, ნანა აბრამია. ნაშრომს იცავდნენ: მევლუდ ლომოძე, ნიკოლოზ ფანჩვიძე, შაქრო ტყემალაძე. საბაკალავრო დაცვას  ესწრებოდნენ: კათედრის გამეგე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე და მისი მოადგილე, დიაკონი გიორგი ვაშალომიძე. კომისიის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ აბაშიძე, ნიკოლოზ დადიანი, ქეთევან აბაშიძე. ასევე, დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე. დაცვაზე წარმოდგენილმა პროექტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და, შესაბამისად, სტუდენტების ნამუშევრები დადებითად შეფასდა.

Friday June 29th, 2018

0 Responses on საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>