სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2018 წლის 26 დეკემბერს  სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულების   იოანე ჭიღლაძის სამაგისტრო ნაშრომის: ,,იესო ქრისტეს სამსჯავრო იუდეური და რომაული სამართლის მიხედვით   (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი, რეცენზენტები  დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე და დეკანოზი გიორგი გუგუშვილი ) და  მღვდელ  გიორგი ტუღუშის სამაგისტრო ნაშრომის: ,,წმინდა ფოტი და სოფიის 879-880 წლების საეკლესიო კრება“. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, რეცენზენტი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე) დაცვა.

დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.

მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები.

მაგისტრანტ იოანე ჭიღლაძის ნაშრომში წარმოდგენილი იყო იესო ქრისტეს სამსჯავროს სამართლებრივი და ეგზეგეტიკური შინაარსის კომპარატივისტული ანალიზი.

IMG_0018

თემის ხელმძღვანელმა პროფესორმა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა ისაუბრა ნაშრომში განხილული საკითხის აქტუალურობაზე თეოლოგიის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტმა გულდასმით დაამუშავა თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და წარმოადგინა მათი შედარებითი, სისიტემატიზირებული ანალიზი. რეცენზენტებმა, დეკანოზმა იაკობ ჩიჩილიძემ და დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა გამოთქვეს რამდენიმე შენიშვნა და რჩევა.

მამა გიორგი ტუღუშმა ისუბრა ნაშრომში განხილულ საკითხის   სოფიის 879-880 წლების საეკლესიო კრების  მნიშვნელობაზე, ფოტი პატრიარქისა და ეგნატი პატრიარქის ურთიერთობაზე, კრებაზე განხილული თემების საღვთისმეტყველო არსსზე. ნაშრომის რეცენზენტმა პროფესორმა რუსუდან წიქვაძემ მაგისტრანტს დაუსვა ორი არსებითი შეკითხვა, ,,იკონომიისა“ და ,,აკრიბიის“ ცნებათა მნიშვნელობაზე სოფიის კრების კონტექსტში. მაგისტრანტმა შეძლებისდაგვარად უპასუხა კითხვებს.

IMG_0033

დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ  შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომები და მაგისტრანტებს შემდგომი წარმატება უსურვა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა  აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ნაშრომები აკმაყოფილებენ სამაგისტრო ნაშრომის მოთხოვნებს და   კარგ შეფასებებს იმსახურებენ.

სამაგისტრო ნაშრომების ავტორებმა მადლობა გადაუხადეს პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე, თემის ხელმძღვანელებს, გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტებს ნაშრომების გულდასმით წაკითხვისა და სასარგებლო რჩევებისთვის.

 

Wednesday December 26th, 2018

0 Responses on სამაგისტრო ნაშრომის დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>