მირქმა

ახალი სტილით 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ,,მირქმა-მიგებების“ დღესასწაულს. ამ დღესასწაულის შესახებ თხრობას მახარებელთაგან მხოლოდ ლუკა მახარებელი გადმოგვცემს: ,,როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე, როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდება.და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით, ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: ,, აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,  ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვანი. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში. და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში“ (ლკ.2:22-39).

სვიმეონ მიმრქმელის შესახებ უძველესი გადმოცემა გვაუწყებს, რომ იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო, გადმოცემით, ბიბლიის ებრაულიდან ბერძნულ ენაზე სამოცდათორმეტ მთარგმნელთაგან ერთ-ერთი. ამავე გარდამოცემის თანახმად, როდესაც ის ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა და წაიკითხა სიტყვები: ,,აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ,” ეგონა, შეცდომა იყო და გადაწყვიტა, ,,დედაკაცი” დაეწერა “ქალწულის” ნაცვლად. მაშინ ღვთის ანგელოზმა გაუჩერა ხელი და აღუთქვა, არ იგემებდა სიკვდილის გემოს, ვიდრემდის არ იხილავდა ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს, რაც, აღსრულდა კიდეც.

უნდა ითქვა ისიც, რომ  VI საუკუნემდე ეს დღესასწაული გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; ერთ უბედურებას სხვაც დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია დატრიალდა: ყოველდღე ათასობით კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ; და როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტონიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რათა – მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიაში ცნობილი მელოდოსის კოზმა იერუსალიმელის მირქმის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  საგალობელი გვხვდება მეათე საუკუნის  ქართულ კრებულ იადგარში:

ixila raჲ  sჳmeon sityvaჲ dausabamoჲ,

guamovnad mjdomare  mklavTa zeda qalwulisaTa  saxed qerobimTa,

mizezi yovelTa dabadebulTa,

gankჳrda suliTa da RaRad-yo:

aRivso yovelive didebiTa SeniTa.

 

 

Thursday February 14th, 2019

0 Responses on მირქმა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>